11 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ
ერთეულში არსებულ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, ფოთისა
და ხობის ეპარქიის სამღვდელოებამ უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმინდა
იოანე წინასწარმეტყველის
თავის კვეთის დღესთან დაკავშირებით საზეიმო პარაკლისი აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.