11.09.2015

საზეიმო წირვა-ლოცვა პირველი ხორგის ეკლესიაში

11 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმინდა იოანე წინასწარმეტყველის თავის კვეთის დღესთან  დაკავშირებით საზეიმო პარაკლისი აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას ესწრებოდა  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.

15.04.2015

გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი დაიწყო

დღეს, 15 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულ პირველ ხორგაში 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშება მინი ფეხბურთში დაიწყო. თამაში ხობის მუნიციპალიტეტი სგამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს. თამაშის გახსნის ცერემონიალს გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად ხობისმუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია დაგამგეობისა დასაკრებულოს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
ფინალური შეხვედრა გოგას დაბადების დღეს 19 აპრილს, პირველ ხორგაში, მისივე სახელობის სტადიონზე გაიმართება.

07.10.2014

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული სამუშაოები

7 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ  და გამგებლის  მოადგილემ ვარაზ გაბედავამ სოფელ პირველ ხორგაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ითვალისწინებდა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მდინარის სანაპიროზე დაზიანებული ელექტრო ბოძებისა და 10 კილოვატიანი ელექტრო გადამცემი ხაზის აღდგენას, რომლის შედეგად 55 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.  გამგებლისა და „ენერგო-პრო ჯორიას“ წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით,  დაზიანებულ ხაზს შეეცვალა მიმართულება, გამოიცვალა ბოძები. დღეიდან  პირველი  ხორგის მოსახლეობას ელექტრო ენერგია  აღუდგა  და  უწყვეტად მიეწოდებათ.

07.07.2014

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელი მშობლებს - ზაქარიასა და ელისაბედს გვიან ასაკში გაუჩნდათ. ის ღვითსმშობლის შორეული ნათესავი იყო.
იესო ქრისტეს დაბადების შემდეგ ებრაელთა მეფე ჰეროდემ ბრძანა, ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ყველა ყრმა ამოეწყვიტათ. ამის გამო ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. იოანე უდაბნოში გაიზარდა და სწორედ იქ დაიწყო თავისი მოღვაწეობა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და იორდანეს წყალში ნათლავდა.
სწორედ იოანე ნათლისმცემლისგან მოინათლა უფალი იესო ქრისტეც. იოანე აქტიურად ამხელდა უზნეო მეფე ჰეროდეს, რომლის ბრძანებითაც მას თავი მოჰკვეთეს.
იოანე ნათლისმცემლის შობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინა მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ხორგის თემში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადაც საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვა-ლოცვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

14.04.2014

გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი დაიწყო


14 აპრილს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეხუთე გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობს 8 გუნდი („ხობი“, „გურიფული“, „პირველი ხორგა“, „ყულევი“, „ხეთა“, „ახალი სოფელი “, „შუა ხორგა“ და „ქარიატა“). ტურნირის გახსნის ცერემონიალს გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპლალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია დაესწრო.
ფინალური შეხვედრა გოგას დაბადების დღეს 19 აპრილს, პირველ ხორგაში, მისივე სახელობის სტადიონზე გაიმართება.

07.07.2013

საზეიმო პარაკლისი მეუფე გრიგოლმა აღავლინა

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის ხორგის თემში არსებულ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმინდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო პარაკლისი აღავლინა. მრევლთა შორის იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.