07.10.2014

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული სამუშაოები

7 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ  და გამგებლის  მოადგილემ ვარაზ გაბედავამ სოფელ პირველ ხორგაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ითვალისწინებდა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მდინარის სანაპიროზე დაზიანებული ელექტრო ბოძებისა და 10 კილოვატიანი ელექტრო გადამცემი ხაზის აღდგენას, რომლის შედეგად 55 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.  გამგებლისა და „ენერგო-პრო ჯორიას“ წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით,  დაზიანებულ ხაზს შეეცვალა მიმართულება, გამოიცვალა ბოძები. დღეიდან  პირველი  ხორგის მოსახლეობას ელექტრო ენერგია  აღუდგა  და  უწყვეტად მიეწოდებათ.