18.11.2010

შეხვედრა პოეტთან



2010 წლის 18 ნოემბერს, 15:00 საათზე, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში ტარდება შეხვედრა ამავე რაიონის მკვიდრთან, პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელთან (დოლბაია) იმავე დღეს პოეტს შეხვედრას უწყობენ თანასოფლელები პირველ ხორგაში, ალიო მირცხულავას სახელობის სკოლაში და სახლ-მუზეუმში.

08.11.2010

დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია



 დასრულდა ხორგისა და ახალი სოფლის დამაკავშირებელი საცალფეხო დაკიდული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შეკეთებაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში მოითხოვა.

05.08.2010

უბედური შემთხვევა ხობის რაიონში

5 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში მდინარე ხობის წყალში 15 წლის გიგა ჯოლოხავა და მისი ბაბუა ნოდარ ქობალია დაიხრჩვნენ. წინასწარი ინფორმაციით, ჯოლოხავა და ქობალია მდინარეზე გასაგრილებლად ჩავიდნენ, რა დროსაც გიგა ჯოლოხავა დინებამ წაიღო და ბაბუა მის გადარჩენას შეეცადა, თუმცა ისიც დაიხრჩო. ნოდარ ქობალიას ცხედარი მდინარემ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გამორიყა, რის შემდეგაც გიგა ჯოლოხავას ცხედრის ძიება დაიწყო. ფოთიდან მისულმა მყვინთავებმა მისი ცხედარი გუშინ საღამოს იპოვეს.

07.07.2010

საზეიმო წირვა ხორგის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში

7 ივლისი-შობა პატიოსნისა, დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. სოფელ პირველ ხორგის ახლადდაფუძნებულ იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში-ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საზეიმო წირვა აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ.