მუზეუმი

პოეტ ალიო მირცხულავას სახელობის მუზეუმი

1984 წელი მუზეუმის გახსნის დღე

მუზეუმი 2007 წელი





დაბადების ადგილი: ხობის რაიონი, სოფელი ხორგა. 
სწავლობდა მოსკოვის ვ. ბრიუსოვის სახელობის სრულიად საკავშირო სალიტერატურო ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს.
1921 წ. მუშაობა დაიწყო კომკავშირის ცკ-ს ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების მდივნად. 1940-1944წწ. პარტიის ცკ-ის თანამშრომელი, ხოლო სხვადასხვა წლებში ჟურნალების -"მნათობისა" და "დროების" რედაქტორი. 1968 წლიდან საქართველოს წიგნის პალატის დირექტორი. 1923 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობები და პოემები, ხოლო ლექსთა კრებული - "მერრეხი", ბუმერანგის ფსევდონიმით, გამოვიდა 1924 წელს, დრამატული პოემა - "სურა დაიმსხვრა" 1959 წელს.

სერგი ჭილაია, ალიო მირცხულავა, ალექსანდრე ქუთათელი, იოსებ გრიშაშვილი...
  • კომკავშირელ მწერალთა წრე "მომავალი", ხელმძღვანელი (1923-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • ჰიმნი სამშობლოს : ლექსები და პოემები (Author). - თბილისი, საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა, 1951. - 191გვ.
  • მაღალი ოცნება : ლექსები (Author). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1950. - 64გვ.
  • რჩეული : ლექსები და პოემა (Author). - თბილისი, სახელგამი, 1947. - 306გვ.


პოეტ ალიო მირცხულავას ლექსი ,,ვერხვი,,-ს გამო
გაზაფხულდა, ზეცა გათბა, გვირგვინს იდგამს ქედები,
ხორგის დილას გადაუფრენს გულჟღურტულა მტრედები,
ვერხვის ჩრდილზე თეთრი ლექსი მწვანე კალთას შეახევს,
ოდა სახლის მაღალ კარებს სიოს რხევით შეაღებს...
შფოთიანი ფიქრი მეცა  როგორც თოვლის ნამქერი,
მკერდ მივიკარ სიყმაწვილე აკვნის რწევით ნამღერი,
ჰე,მამულო! ფესვით მოველ, ფეთქავს ვარდის ღაწვები,
მზის ფერებით გამიშლია ნამეხარი მკლავები,
სიზმრად მოვალ, ცხადში მოვალ, თუნდაც ერთხელ რომ გნახო,
ჩემს სულს ვატან მთრთოლავ ფოთლებს, მათ სუნთქვაში დამმარხონ,
გაზაფხულის ღიმილივით ნატვრა აღარ ბერდება,
ხორგას გადაუფრინესო გულჟღურტულა მტერედებმა...

ნინო კემულარია, 2009წელი.