17.08.2011

I ტურის შედეგები მინი ფეხბურთში 17 აგვისტოსათვის



 მინი- ფეხბურთში მიმდინარე პირველი ტურის მატჩების მონაცემები ასე გამოიყურება. სოფელ ბიისა და ახალი ხიბულის გუნდებს შორის შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 3:1 ბიის გუნდის სასარგებლოდ. საჯიჯაოს გუნდმა კი 5:2 დაამარცხა ძველი ხიბულის გუნდი. - პირველი მაისის გუნდმა 11:1 სძლია სოფელ თორსის გუნდს. ხამისკურელმა ფეხბურთელებმა კი 8:5 დაამარცხეს ხეთის გუნდი. ანგარიშიით 3:3 დამთავრდა შეხვედრა ქალაქ ხობისა და გურიფულის გუნდებს შორის. – პირველი ხორგისა და თორსის გუნდების შეხვედრა ამგარიშით 1:1 დამთავრდა

16.08.2011

დღის სპორტული კალენდარი



 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეგიდით  მუნიციპალური შეჯიბრება მინი ფეხბურთში  16 აგვისტოს  ჩატარდება შემდეგ გუნდებს შორის

I -ტური :

  პირველი მაისი- ქარიატა-   10 სთ ზე

 ხეთა – ხამისკური- 11 სთზე.

 II-ტური:

 პირველი ხორგა- თორსა- 17 სთ ზე.

 შუა ხორგა- ყულევი-   18  სთზე.

15.08.2011

ხობში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თასზე ტურნირი დაიწყო

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის’’ ეგიდით ხობში სტარტი აიღო 2011 წლის თასის გათამაშებამ მინი- ფეხბურთში, რომელშიც 6 ზონის 24 გუნდი მონაწილეობს. შეხვედრები ჩატარდება ქალაქის ცენტრალურ, ახალი ხიბულის, პირველი მაისის, პირველი ხორგის, ჭალადიდის, ქვემო ქვალონის სტადიონებზე. მეოთხედფინალი შედგება- 31 ააგვისტოს ქ. ხობში. ნახევარფინალზე გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან 2 სექტემბერს, ხოლო ფინალური მატჩი ჩატარდება 5 სექტემბერს, სადაც გამოვლინდებიან წლის გამარჯვებულები. ტურნირი ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება და მნიშვნელოვანი მოვლენაა მუნიციპალიტეტის სპორტულ სამყაროში.