15.08.2011

ხობში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თასზე ტურნირი დაიწყო

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის’’ ეგიდით ხობში სტარტი აიღო 2011 წლის თასის გათამაშებამ მინი- ფეხბურთში, რომელშიც 6 ზონის 24 გუნდი მონაწილეობს. შეხვედრები ჩატარდება ქალაქის ცენტრალურ, ახალი ხიბულის, პირველი მაისის, პირველი ხორგის, ჭალადიდის, ქვემო ქვალონის სტადიონებზე. მეოთხედფინალი შედგება- 31 ააგვისტოს ქ. ხობში. ნახევარფინალზე გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან 2 სექტემბერს, ხოლო ფინალური მატჩი ჩატარდება 5 სექტემბერს, სადაც გამოვლინდებიან წლის გამარჯვებულები. ტურნირი ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება და მნიშვნელოვანი მოვლენაა მუნიციპალიტეტის სპორტულ სამყაროში.