07.02.2013

ტაძრის კურთხევის ამსახველი ფოტო მასალა (112 foto)

პირველ ხორგაში იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარი გაიხსნა

7 თებერვალს, წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარი გაიხსნა.  წირვა-ლოცვა აღავლინა და ტაძარი აკურთხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ, ჭყონდიდელის მიტროპოლიტმა პეტრემ და ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლთან ერთად დღესასწაულს დაესწრო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.

www.khobi.ge