07.10.2014

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული სამუშაოები

7 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ  და გამგებლის  მოადგილემ ვარაზ გაბედავამ სოფელ პირველ ხორგაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ითვალისწინებდა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მდინარის სანაპიროზე დაზიანებული ელექტრო ბოძებისა და 10 კილოვატიანი ელექტრო გადამცემი ხაზის აღდგენას, რომლის შედეგად 55 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.  გამგებლისა და „ენერგო-პრო ჯორიას“ წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით,  დაზიანებულ ხაზს შეეცვალა მიმართულება, გამოიცვალა ბოძები. დღეიდან  პირველი  ხორგის მოსახლეობას ელექტრო ენერგია  აღუდგა  და  უწყვეტად მიეწოდებათ.

07.07.2014

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელი მშობლებს - ზაქარიასა და ელისაბედს გვიან ასაკში გაუჩნდათ. ის ღვითსმშობლის შორეული ნათესავი იყო.
იესო ქრისტეს დაბადების შემდეგ ებრაელთა მეფე ჰეროდემ ბრძანა, ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ყველა ყრმა ამოეწყვიტათ. ამის გამო ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. იოანე უდაბნოში გაიზარდა და სწორედ იქ დაიწყო თავისი მოღვაწეობა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და იორდანეს წყალში ნათლავდა.
სწორედ იოანე ნათლისმცემლისგან მოინათლა უფალი იესო ქრისტეც. იოანე აქტიურად ამხელდა უზნეო მეფე ჰეროდეს, რომლის ბრძანებითაც მას თავი მოჰკვეთეს.
იოანე ნათლისმცემლის შობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინა მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ხორგის თემში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადაც საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვა-ლოცვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

14.04.2014

გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი დაიწყო


14 აპრილს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეხუთე გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობს 8 გუნდი („ხობი“, „გურიფული“, „პირველი ხორგა“, „ყულევი“, „ხეთა“, „ახალი სოფელი “, „შუა ხორგა“ და „ქარიატა“). ტურნირის გახსნის ცერემონიალს გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპლალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია დაესწრო.
ფინალური შეხვედრა გოგას დაბადების დღეს 19 აპრილს, პირველ ხორგაში, მისივე სახელობის სტადიონზე გაიმართება.

14.02.2014

კრებებზე მოსახლეობამ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი


14 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის  მუნიციპალიტეტის თორმეტ სოფელში (გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა, ყულევი, პირველ ხორგა, პირველი გურიფული, მეორე გურიფული, ბულიწყუ, საკვიკვინიო, ჭიხუ, ყორათი, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.  
 კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.
დღეისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.
#სოფლისპროგრამა2020