19.04.2022

გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

 

დასრულდა, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტისგოგა ბერაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.

ტურნირის გამარჯვებული და გოგა ბერაიას სახელობის თასის მფლობელი ქალაქ ხობის გუნდი „ჭალე“ გახდა, ხოლო მეორე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.

საფეხბურთო ტურნირის ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტული შეჯიბრება ()იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.


24.01.2022

პირველ ხორგაში ახალი ბაღი გაიხსნა

 

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 30 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა გახსნეს.

ახალი ბაღის მშენებლობაზე  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯა და სოფელს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტი შეემატა.
















13.12.2021

ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის მეთაურები და ხელმძღვანელები (1923 წ.)


ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის მეთაურები და ხელმძღვანელები (1926 წ.)
რომელთა შორის მეორე რიგში მარცხნიდან მესამე არის წარმოშობით ხობის რაიონის მკვიდრი სოფელი პირველი ხორგიდან ტერენტი შელია ის ამ სასწავლებლის მდივანი გახლდათ ამავე ისტორიულ ფოტოზე ასევე ხობელი წარმოშობით ბიელი ა.იოსავაა, რომელიც ფიზკულტურის ხელმძღვანელი იყო.
მადლბას ვუხდით  ლევან ღვინჯილიას აღნიშნული მასალის მოძიებისთვის!

ტერენტი შელია

შელია ტერენტი ლუკას ძე

1938 წლის 3 იანვრის სია, ხელმოწერა: ჟდანოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1900 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ხობის რაიონი, სოფ. ხორგა, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1924 წლიდან; გაირიცხა პარტიიდან მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტიკური სამმართველოს ინსტრუქტორი; წოდება - ბატალიონის კომისარი.
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-5 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ლიფშიცი
მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ სამხედრო ტროცკისტულ დივერსიულ-მავნებლური ორაგანიზაციისა, რომელმაც 01/12/1934 წელს განახორციელა ამხ. ს. მ. კიროვის ვერაგული მკვლელობა და შემდგომში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ.
2) 1929 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ გადატრიალებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
3) ეწეოდა სამხედრო მოსამსახურეების კ/რ-ად დამუშავებას და კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ახალი წევრები.
მუხლი: 58-1-ბ, 58-8
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 01/17/1938
დახვრეტის თარიღი: 01/20/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=655

 

11.09.2015

საზეიმო წირვა-ლოცვა პირველი ხორგის ეკლესიაში

11 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმინდა იოანე წინასწარმეტყველის თავის კვეთის დღესთან  დაკავშირებით საზეიმო პარაკლისი აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას ესწრებოდა  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.

15.04.2015

გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი დაიწყო

დღეს, 15 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულ პირველ ხორგაში 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშება მინი ფეხბურთში დაიწყო. თამაში ხობის მუნიციპალიტეტი სგამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს. თამაშის გახსნის ცერემონიალს გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად ხობისმუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია დაგამგეობისა დასაკრებულოს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
ფინალური შეხვედრა გოგას დაბადების დღეს 19 აპრილს, პირველ ხორგაში, მისივე სახელობის სტადიონზე გაიმართება.

07.10.2014

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული სამუშაოები

7 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ  და გამგებლის  მოადგილემ ვარაზ გაბედავამ სოფელ პირველ ხორგაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ითვალისწინებდა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მდინარის სანაპიროზე დაზიანებული ელექტრო ბოძებისა და 10 კილოვატიანი ელექტრო გადამცემი ხაზის აღდგენას, რომლის შედეგად 55 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.  გამგებლისა და „ენერგო-პრო ჯორიას“ წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით,  დაზიანებულ ხაზს შეეცვალა მიმართულება, გამოიცვალა ბოძები. დღეიდან  პირველი  ხორგის მოსახლეობას ელექტრო ენერგია  აღუდგა  და  უწყვეტად მიეწოდებათ.