სოფელ პირველ ხორგაში რიგით მე-12 უზარმაზარი მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოჩნდა, სადაც საქმე გვაქვს ძველ კოლხურ ელინისტურ და ადრე ფეოდალური ხანის კულტურულ ფენებთან. ამ დღეებში მდინარე ხობისწყლის მარჯვენა მხარეს აბსოლუტურად მთელი, სამას ლიტრამდე ტევადობის ადრეფეოდალურ ხანაში დამზადებული ქვევრი აღმოჩნდა, რომლის დახვეწილი პროპორციები, შესრულების სტილი ჩვენი წინაპრების მაღალ კულტურულ გემოვნებაზე მიუთითებს, აქვე აღმოჩნდა სხვა და სხვა პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რკინის წიდები, განსაკუთრებით საინტერესოა თიხის ჭურჭლის იშვიათი ფრაგმენტი, რომელიც გრიფონის ფორმის ჭურჭლის დეტალი უნდა იყოს, რაც აგრეთვე მიუთითებს ჩვენში არსებულ რელიგიური წარმოდგენების კერძოდ მითრას-მისარონის კულტის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მიწა ბევრ საიდუმლოს ინახავს.12.01.2011
მორიგი სენსაციური აღმოჩენა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში
სოფელ პირველ ხორგაში რიგით მე-12 უზარმაზარი მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოჩნდა, სადაც საქმე გვაქვს ძველ კოლხურ ელინისტურ და ადრე ფეოდალური ხანის კულტურულ ფენებთან. ამ დღეებში მდინარე ხობისწყლის მარჯვენა მხარეს აბსოლუტურად მთელი, სამას ლიტრამდე ტევადობის ადრეფეოდალურ ხანაში დამზადებული ქვევრი აღმოჩნდა, რომლის დახვეწილი პროპორციები, შესრულების სტილი ჩვენი წინაპრების მაღალ კულტურულ გემოვნებაზე მიუთითებს, აქვე აღმოჩნდა სხვა და სხვა პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რკინის წიდები, განსაკუთრებით საინტერესოა თიხის ჭურჭლის იშვიათი ფრაგმენტი, რომელიც გრიფონის ფორმის ჭურჭლის დეტალი უნდა იყოს, რაც აგრეთვე მიუთითებს ჩვენში არსებულ რელიგიური წარმოდგენების კერძოდ მითრას-მისარონის კულტის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მიწა ბევრ საიდუმლოს ინახავს.18.11.2010
შეხვედრა პოეტთან
2010 წლის 18 ნოემბერს, 15:00 საათზე, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში ტარდება შეხვედრა ამავე რაიონის მკვიდრთან, პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელთან (დოლბაია) იმავე დღეს პოეტს შეხვედრას უწყობენ თანასოფლელები პირველ ხორგაში, ალიო მირცხულავას სახელობის სკოლაში და სახლ-მუზეუმში.
08.11.2010
დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია
დასრულდა ხორგისა და ახალი სოფლის დამაკავშირებელი საცალფეხო დაკიდული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შეკეთებაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში მოითხოვა.
05.08.2010
უბედური შემთხვევა ხობის რაიონში
5 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში მდინარე ხობის წყალში 15 წლის გიგა ჯოლოხავა და მისი ბაბუა ნოდარ ქობალია დაიხრჩვნენ. წინასწარი ინფორმაციით, ჯოლოხავა და ქობალია მდინარეზე გასაგრილებლად ჩავიდნენ, რა დროსაც გიგა ჯოლოხავა დინებამ წაიღო და ბაბუა მის გადარჩენას შეეცადა, თუმცა ისიც დაიხრჩო. ნოდარ ქობალიას ცხედარი მდინარემ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გამორიყა, რის შემდეგაც გიგა ჯოლოხავას ცხედრის ძიება დაიწყო. ფოთიდან მისულმა მყვინთავებმა მისი ცხედარი გუშინ საღამოს იპოვეს.07.07.2010
საზეიმო წირვა ხორგის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში
7 ივლისი-შობა პატიოსნისა, დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. სოფელ პირველ ხორგის ახლადდაფუძნებულ იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში-ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საზეიმო წირვა აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წევრებიც ესწრებოდნენ.
10.03.2010
Подписаться на:
Сообщения (Atom)

