18.04.2011

გოგა ბერაის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დასრულდა


18 აპრილს დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში,ტურნირი მის მშობლიურ სოფელ პირველ ხორგაში გაიმართა, შეჯიბრში მონაწილეობას 8 გუნდი იღებდა.

   1 ადგილი დაიკავა- შუა ხორგის გუნდმა

   II ადგილზე გავიდა -ხობის ფეხბურთელთა გუნდი

   IIIადგილი დაიკავა -პირველი ხორგის ფეხბურთელთა გუნდმა

ტურნირში გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ,ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებითა და მისივე ორგანიზებით ჩატარდა.

გოგა ბერაის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დასრულდა

 

18 აპრილს დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში,ტურნირი მის მშობლიურ სოფელ პირველ ხორგაში გაიმართაშეჯიბრში მონაწილეობას 8 გუნდი იღებდა.

ადგილი დაიკავაშუა ხორგის გუნდმა
II ადგილზე გავიდა -ხობის ფეხბურთელთა გუნდი
IIIადგილი დაიკავა -პირველი ხორგის ფეხბურთელთა გუნდმა
ტურნირში გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ,ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებითა და მისივე ორგანიზებით ჩატარდა.

14.04.2011

გოგა ბერაიას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში სტარტი აიღო


14 აპრილს სოფელ პირველ ხორგაში სტარტი აიღო რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობს 8 გუნდი. ფინალური მატჩი გაიმართება 18 აპრილს.

12.01.2011

მორიგი სენსაციური აღმოჩენა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში

სოფელ პირველ ხორგაში რიგით მე-12 უზარმაზარი მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოჩნდა, სადაც საქმე გვაქვს ძველ კოლხურ ელინისტურ და ადრე ფეოდალური ხანის კულტურულ ფენებთან. ამ დღეებში მდინარე ხობისწყლის მარჯვენა მხარეს აბსოლუტურად მთელი, სამას ლიტრამდე ტევადობის ადრეფეოდალურ ხანაში დამზადებული ქვევრი აღმოჩნდა, რომლის დახვეწილი პროპორციები, შესრულების სტილი ჩვენი წინაპრების მაღალ კულტურულ გემოვნებაზე მიუთითებს, აქვე აღმოჩნდა სხვა და სხვა პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რკინის წიდები, განსაკუთრებით საინტერესოა თიხის ჭურჭლის იშვიათი ფრაგმენტი, რომელიც გრიფონის ფორმის ჭურჭლის დეტალი უნდა იყოს, რაც აგრეთვე მიუთითებს ჩვენში არსებულ რელიგიური წარმოდგენების კერძოდ მითრას-მისარონის კულტის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მიწა ბევრ საიდუმლოს ინახავს.

18.11.2010

შეხვედრა პოეტთან



2010 წლის 18 ნოემბერს, 15:00 საათზე, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში ტარდება შეხვედრა ამავე რაიონის მკვიდრთან, პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელთან (დოლბაია) იმავე დღეს პოეტს შეხვედრას უწყობენ თანასოფლელები პირველ ხორგაში, ალიო მირცხულავას სახელობის სკოლაში და სახლ-მუზეუმში.

08.11.2010

დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია



 დასრულდა ხორგისა და ახალი სოფლის დამაკავშირებელი საცალფეხო დაკიდული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შეკეთებაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში მოითხოვა.

05.08.2010

უბედური შემთხვევა ხობის რაიონში

5 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში მდინარე ხობის წყალში 15 წლის გიგა ჯოლოხავა და მისი ბაბუა ნოდარ ქობალია დაიხრჩვნენ. წინასწარი ინფორმაციით, ჯოლოხავა და ქობალია მდინარეზე გასაგრილებლად ჩავიდნენ, რა დროსაც გიგა ჯოლოხავა დინებამ წაიღო და ბაბუა მის გადარჩენას შეეცადა, თუმცა ისიც დაიხრჩო. ნოდარ ქობალიას ცხედარი მდინარემ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გამორიყა, რის შემდეგაც გიგა ჯოლოხავას ცხედრის ძიება დაიწყო. ფოთიდან მისულმა მყვინთავებმა მისი ცხედარი გუშინ საღამოს იპოვეს.